აღკვეთის ღონისძიება

16 ნოემბერი 2025, 19:45 144 ნახვა

საქალაქო სასამართლოში "შპს ჰერმესის" სპეციალისტის პროცესი დასრულდა. მას, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 დეკემბერს ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "შპს ჰერმესის" თანამშრომელი კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა.გამოძიების ინფორმაციით, მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტმა მოქალაქეს ყალბი დოკუმენტი დაუმზადა, თითქოს კონკრეტულ სასაფლაოზე მისი ბაბუა იყო დასაფლავებული, რის შედეგადაც ის 3-ადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა. სანაცვლოდ, გამოართვა 4 600 ლარი

.დაკავებულს ბრალად ედება კომერციული მოსყიდვა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - გასაღება, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე