პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ძიძას ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ 11 ნოემბერს, თბილისში ძიძამ 1 წლის და 6 თვის მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.