ხატია დეკანოიძე ''ნაციონალურ მოძრაობას'' ტოვებს

24 მარტი 2023, 14:40 523 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გაღარიბება დაიწყო - ასე ფასდება მმართველ გუნდში ხატია დეკანოიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.

დეკანოიძე ადასტურებს გადაწყვეტილებას, თუმცა არ აზუსტებს, როდის მიეცემა ამ ნაბიჯს ოფიციალური სახე. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ვანო მერაბიშვილის გააქტიურება.

როგორც ამბობს, არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში