წყლის მიწოდება პრობლემა ხელვაჩაურში - რას აპირებს მერია?

26 მარტი 2023, 11:31 372 ნახვა

ხელვაჩაურის მერია სოფლებში წყლის რეზერუარების, ჭაბურღილების   და სანიტარული ზონების მოწყობას იწყებს.  მერიაში განმარტავენ, რომ მოსახლეობისთვის წყლის მიწოდება კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება.

პრობლემის მოგვარების მიზნით თვითმმართველობამ ლიცენზიის მისაღებად სემეკთან მოლაპარაკება დაიწყო და ნებართვის მიღების შემდეგ ახალ ჭაბურღილებზე სასმელი წყლის მოპოვება დაიწყება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების პარალელურად  მიმდინარე წლიდან აბონენტების გამრიცხველიანება იწყება, მრიცხველებს თვითმმართველობა დაამონტაჟებს.

ამ დროისთვის უცნობია რა ოდენობის თანხის გადახდა მოუწევთ აბონენტებს.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან წყლის ჭაბურღილებზე დამხმარე ნაგებობების მოსაწყობად და ავტომობილის რემონტის ხარჯებისათვის 26 000 ლარი დაიხარჯება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში