ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტის და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა

29 მარტი 2023, 12:00 559 ნახვა

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის პრეზიდენტს  აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შეხვდა.  შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა საქართველომ შეძლოს ისარგებლოს იმ პროექტებითა და სიკეთეებით, რომლებსაც ევროკავშირი თავის წევრებს სთავაზობს. აჭარა ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის (IRE) სრულუფლებიანი წევრი 2012 წელს გახდა.

ორგანიზაციის დაარსების მიზანს წარმოადგენდა ევროპული რეგიონებისთვის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნა, ურთიერთობების გაღრმავება, ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობა და გამოცდილების გაზიარება.  

ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი  აერთიანებს ევროპის 21 ევროპული სახელმწიფოს 150-მდე წევრს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში