იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა 

30 მარტი 2023, 14:40 406 ნახვა

ჯანდაცვის სამინისტროში იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე აქონდროპლაზიისა და სხვა იშვიათი დაავადებების მკურნალობის სტრატეგიის შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს. საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, იწყება აქონდროპლაზიის მართვის პროტოკოლზე მუშაობა, რომელშიც მონაწილეობას ექიმები, ექსპერტები და პაციენტის წარმომადგენელი მიიღებს. 

საბჭოს წევრებმა, აქონდროპლაზიის სამკურნალო სხვადასხვა მეთოდი განიხილეს. მათ შორის, ბაზარზე ახლად შემოსული ერთ-ერთი მედიკამენტი ვოსორიტიდი. აღინიშნა, რომ პრეპარატი, დანერგვის ადრეულ ეტაპს გადის, შესაბამისად მისი გვერდითი ეფექტების, ასევე გრძელვადიან პერიოდში, მკურნალობის ეფექტურობის შესახებ, მწირი ინფორმაცია მოიპოვება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წერილში, რომელიც სამინისტრომ პრეპარატთან დაკავშირებით გამოითხოვა, აღნიშნულია, რომ ვოსორიტიდი არ არის შეყვანილი ჯანმოს ესენციური მედიკამენტების სიაში და შესაბამისად, არ არსებობს საერთაშორისო გაიდლაინები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში