ახალშობილი ტყუპების ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა იზრდება

13 ნოემბერი 2025, 15:29 280 ნახვა

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მომავალი წლიდან ახალშობილი ტყუპების ოჯახების ერთჯერად მატერიალურ დახმარებას ზრდის. 

ტყუპისცალზე გასაცემი თანხა 2 000 ლარამდე იზრდება, პროგრამის ბიუჯეტი კი 300 000 ლარი გახდება.  ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წელს პროგრამით  43-მა ოჯახმა ისარგებლა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დარჩიძეების ოჯახში იმყოფებოდნენ, სადაც  6-წლიანი ლოდინის შემდეგ, ტყუპი ქალ-ვაჟი ვიკა და დაჩი დაიბადნენ.

ცირა სურმანიძე
საინფორმაციოს პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე