ონკოლოგიურ და რადიოლოგიურ სერვისებთან დაკავშირებით კლინიკური ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა ბათუმში კონფერენცია გამართა.
ღონისძიებაზე ორგანიზატორებმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ონკოპაციენტების დიაგნოზის მართვის თანამედროვე კვლევისა და ციფრული ტექნოლოგიის მეთოდების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიც არის, ციფრული 3 ტესლა MRI-ს და კატეს დიაგნოსტიკური, თანამედროვე რადიო თერაპიის შესაძლებლობები. ციფრული 3 ტესლა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ბათუმის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს.
გარკვეული კატეგორიის პაციენტებს კვლევა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსებით უტარდებათ.
ონკოლოგიის მიმართულებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ წელს 10 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. მომავალ წელს კი ონკოპაციენტების მკურნალობას 12 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.