ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას მხარი დაუჭირეს

31 მარტი 2023, 10:12 445 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ - მედიის ინფორმაციით, ნაფიცმა მსაჯულებმა მხარი დაუჭირეს დონალდ ტრამპისთვის ბრალის წაყენებას.

მანჰეტენის ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგიის გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ და პროკური ექსპრეზიდენტს ბრალის წაყენების მიზნით სასამართლოში სავარაუდოდ უახლოეს დღეებში დაიბარებს.

საქმის მასალების მიხედვით, დონალდ ტრამპმა პორნო მსახიობს 2016 წლის არჩევნების დროს, 130 000 დოლარი გადაუხადა იმისთვის, რომ ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დეტალებზე არ ესაუბრა. აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი.

აშშ-ის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ყოფილ, ან ამჟამინდელ პრეზიდენტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებას წარუდგენენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი