დონალდ ტრამპის სასამართლო 4 აპრილს გაიმართება

01 აპრილი 2023, 11:25 507 ნახვა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო მოსმენა 4 აპრილს გაიმართება. ტრამპს ბრალს ნაფიც მსაჯულები წაუყენებენ.

ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმაზე მის წინააღმდეგ არსებულ საქმეს ეხმაურება და მას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს,  ბრალს კი უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის განცხადებით, კანონზე მაღლა არავინ დგას და საკუთარი უდანაშაულობის მტკიცების უფლება კი ყველას აქვს.

პელოსმა აღნიშნა, რომ ნაფიცმა მსაჯულებმა ფაქტებისა და კანონის საფუძველზე იმოქმედეს, ყოფილი პრეზიდენტი კი იმედია პატივს სცემს სისტემას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში