პუტინის დაკავების განზრახვა და სურვილი არ გვაქვს - სომხეთი

02 აპრილი 2023, 17:26 621 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის ქვეყანაში ვიზიტის შემთხვევაში, ერევანს მისი დაკავების განზრახვა არ აქვს - ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის ვიცე სპიკერმა განაცხადა.

აკოფ არშაკიანის თქმით, ერევანს შეუძლია მოსკოვთან ისეთი ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის მიხედვითაც, რომის სტატუსი გავლენას არ მოახდენს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაზე.

სპიკერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულება სხვა ქვეყნებთანაც გააფორმა, თუმცა არ აკონკრეტებს რომელთან.ცნობისთვის, ჰააგის სასამართლომ 17 მარტს პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი