გიდეონ საარი - ისრაელი არ დათანხმდება პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას

16 ნოემბერი 2025, 19:54 119 ნახვა

ისრაელის მთავრობა 2023 წლის 7 ოქტომბრის საქმეზე დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე შეთანხმდა - ამის შესახებ „თაიმს ოფ იზრაელი“ წერს.

მთავრობამ გადაწყვიტა, კომისიამ გამოიძიოს 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე ისრაელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წარუმატებლობა, თუმცა ეს არ იქნება სახელმწიფო საგამოძიებო კომისია და მის მანდატს მინისტრთა კაბინეტი განსაზღვრავს.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შექმნის სპეციალურ მინისტრთა პანელს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომისიის მანდატის განსაზღვრაზე, მათ შორის იმ საკითხებსა და დროის ჩარჩოებზე, რაზეც ჩატარდება გამოძიება.

ამ მინისტრთა პანელს მთავრობისთვის რეკომენდაციების წარსადგენად 45 დღე ექნება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე