ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ისრაელი პალესტინის ტერორისტული სახელმწიფოს შექმნას არ დათანხმდება.
გაერო-ს უშიშროების საბჭო ხვალ კენჭს უყრის ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის გეგმის მხარდამჭერ რეზოლუციას, რომელიც ასევე პალესტინის სახელმწიფოს პოტენციურ გზას ითვალისწინებს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ისრაელი ამას არ დაუშვებს.