ქედაში სოფელ დოლოგნის გამრიცხველიანება დაიწყო. ახალ მრიცხველთან ერთად, მიმდინარეობს ქსელის რეაბილიტაცია და საყრდენი ბოძების განახლდება. ამ დროისთვის განახლებულია 180-ი ელექტრო ბოძი. ენერგო-პრო ჯორჯიას ინფორმაციით, დოლოგნის გამრიცხველიანება- რეაბილიტაციისთვის 135 ათასი ლარი დაიხარჯება. პროცესი მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება. ქედაში სულ 4 ათასამდე აბონენტია.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე