ზელენსკის ვიზიტი ჰააგაში

04 მაისი 2023, 19:45 850 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეწვია, რომელმაც მარტში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან  ბავშვების  უკანონო დეპორტაციის გამო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა  და  ბავშვთა საქმეებში მისი სრულუფლებიანი  წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. ზელენსკი სასამართლოში მისმა თავმჯდომარემ მიიღო. რუსეთი, რომელიც არ არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, უარყოფს  წაყენებულ ბრალდებებს  ჩადენილი  სამხედრო დანაშაულების შესახებ უკრაინასთან კონფლიქტის დროს, რომელსაც იგი  "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. ზელენსკის ვიზიტი, ვნახოთ რეპორტაჟი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში