თავდაცვის მინისტრის და ევროკავშირის ელჩის შეხვედრა

05 მაისი 2023, 14:48 470 ნახვა

30 მილიონიანი დახმარების პაკეტი, რომელიც ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში დაამტკიცა - ამ თემაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და ევროკავშირის ელჩმა უწყებაში გამართულ შეხვედრაზე.  

ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება გამიზნულია სამხედრო-საინჟინრო, მობილობის, მართვა და კონტროლის, კიბერთავდაცვისა და სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების გასაძლიერებლად.

ევროკავშირის დახმარება ევროპული სამშვიდობო მექანიზმის ფარგლებში 2021-2023 წლებში  62 მილიონ ევროზე მეტია და მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და, რომ ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში