ბირთვული მასალის საქმეზე დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

26 ოქტომბერი 2025, 14:56 127 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი კილოგრამი ბირთვული მასალის, ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულ ჩინეთის სამ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის და არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

3 ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას 400 000 დოლარად გეგმავდნენ, შემდეგ კი რუსეთის გავლით, ჩინეთში მის უკანონო ტრანსპორტირებას აპირებდნენ.

უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე