ტენდერი ხუცუბანში წყალსადენის ქსელის და ჭაბურღილების მოსაწყობად

08 მაისი 2023, 20:22 509 ნახვა

სოფელ ხუცუბანში, მდინარე კინტრიშის და კინკიშას მიმდებარე ტერიტორიაზე მაგისტრალური წყალსადენის ქსელის და ჭაბურღილების მოსაწყობად ქობულეთის მერიამ  ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. რისთვისაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან 286-ათასი ლარი გამოიყო. როგორც ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, სამი ერთეული ჭაბურღილის მოსაწყობად სამუშაოები მალე დაიწყება, რომელიც ტურისტულ სეზონზე წყლის უხვი მოხმარების გამო დებეტის პრობლემას არ შექმნის და მოსახლეობას წყალი შეუზღუდავად მიეწოდება

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში