რამაზ სურმანიძეს (ბერი ანდრია) დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა

10 მაისი 2023, 19:47 389 ნახვა

ექიმი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი  რამაზ სურმანიძე გაიხსენეს აჭარის მწერალთა სახლში.  მეცნიერს წელს  90 წელი შეუსრულდებოდა.აჩვენეს კადრები მისი ცხოვრებიდან და გამოფინეს წიგნები რამაზ სურმანიძის ავტორობით. რამაზ სურმანიძე არა ერთი ისტორიული, პუბლიცისტური და სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. დღესვე დაიგეგმა ისეთი ნაშრომების შეკრება და გამოქვეყნება, რისი გამოცემა სიცოცხლეში თავად ვერ მოასწრო. იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერი. სხვადასხვა წლებში  კი აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ბათუმის საკრებულოს წევრი.    გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ბერად აღიკვეცა. დაკრძალულია ბათუმის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც დღეს პარაკლისი გადაიხადეს.იყო  ღირსების ორდენოსანი, მინიჭებული აქვს აბუსერისძე ტბელის, ილია ჭავჭავაძის და ზაქარია ჭიჭინაძის სახელობის პრემიები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში