საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი–სარფის მაგისტრალური გზის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. "პროექტი განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამშენებლო სამუშაოების ვადა 48 თვეა. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები უნდა წარადგინონ 22 დეკემბრის 16:00 საათამდე. ბათუმი–სარფის გზის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს 11 კმ-იანი 2 ზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს, მასში შედის 7.6 კმ სიგრძის გვირაბი და 3 ხიდი. სამუშაოები ითვალისწინებს 500 მ სიგრძეზე ზღვის ნაპირის გასამაგრებელი ნაგებობის მშენებლობას.