პროექტი “ჩვენი ჯარი” 

16 მაისი 2023, 11:03 408 ნახვა

პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროების სკოლებში ვიზიტები და მოსწავლეებთან  ინფორმაციული ხასიათის შეხვედრები დასკვნით ფაზაშია. 

ბათუმში, N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის  მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის  წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მოსწავლეებს თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, კარიერული წინსვლის, საერთაშორისო სწავლებებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

„ჩვენი ჯარი“ თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და  ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში