სამხედრო მოსამსახურეებმა 6 თვიანი საველე პრაქტიკული სწავლება გაიარეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით მუხროვანში, გელა ჭედიას სახელობის სპეციალური ოპერაციების სარდლობის ბაზაზე, საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4-ე ქვეითი ბრიგადის, 43-ე ბატალიონის წვევამდელებმა წყლის დაბრკოლების გადალახვაში პრაქტიკული წვრთნები გაიარეს.
სწავლების მიზანია სამხედროების საბრძოლო მზადყოფნისა და უნარ-ჩვევების გაძლიერება. 2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გადიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე