ოპოზიციონერი დეპუტატი ქალები ხელისუფლებას მიმართავენ გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე.
თეონა აქუბარდიამ, ანა ნაცვლიშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა განაცხადეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
მათი განცხადებით, მმართველი გუნდი ცდილობს, დასავლეთისგან იზოლაციაში ამყოფოს ქვეყანა, რაც დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.