სასმელი წყლის ონკანების პრობლემა ქობულეთის ბულვარში 

01 ივნისი 2023, 11:11 588 ნახვა

ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული სასმელი წყლის ონკანები ქობულეთის ზღვისპირა ბულვარის ტერიტორიაზე.  

ადგილობრივები ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურა დაზიანებულია, ზოგან კი საერთოდ უფუნქციოდაა. ნაწილი ვანდალური ქმედების შედეგად მოიპარეს. მოსახლეობა ტურისტულ სეზონამდე აღნიშნული  ინფრასტრუქტურის მოწესრგებას ითხოვს.

ქობულეთის მერის მოადგილე ამბობს, რომ ბულვარის ტერიტორიაზე ყველა დაზიანებული და მწობრიდან გამოსული ონკანი შესწავლილი და აღრიცხულია. მათი რეაბილიტაცია სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში