პოლიტიკური ჯგუფების შექმნის საკითხი

01 ივნისი 2023, 14:19 660 ნახვა

მიუხედავად დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, პარლამენტმა მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რითიც ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა მიეცათ.    

ერთადერთი, ვისთვისაც ინიციატივა მიუღებელი იყო თავად ნაციონალური მოძრაობა იყო, პარტია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს დეპუტატებმა.

ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ყველა დეპუტატს უნდა ჰქონდეს, განურჩევლად იმისა თუ რა ფორმით შევიდნენ ისინი პარლამენტში - ბლოკით თუ პარტიული სიით. 

მმართველი გუნდი კი კვლავ ნაციონალური მოძრაობის დაშლის პერსპექტივაზე საუბრობს, და რეგლამენტში შესატანი ცვლილებების  მხარდაჭერას სწორედ ამით ხსნის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში