პუტინის განცხადება ბირთვულ იარაღზე

17 ივნისი 2023, 11:20 501 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით თავის არმიას შეუძლია კიევის ცენტრალური ნაწილი გაანადგუროს, მაგრამ ამას სხვადასხვა მიზეზის გამო არ აკეთებს. პუტინის თქმით, თავდასხმები ბელგოროდის რაიონსა და მეზობელ რეგიონებზე არის რუსეთის პროვოცირების მცდელობა საპასუხო მძლავრი ქმედებებისკენ.

ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე საუბრისას პუტინმა განაცხადა, რომ მთელი მსოფლიოს შეშინება არ არის საჭირო და ექსტრემალური საშუალებების გამოყენებაზე მხოლოდ მაშინ უნდა იყოს საუბარი, როდესაც ქვეყნის არსებობას ემუქრება საფრთხე.

აქვე დაამატა, რომ რუსეთის ბირთვული იარაღი უკვე ბელარუსშია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში