ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელეს ხულოში 

02 ივლისი 2023, 11:19 596 ნახვა

ხულოში მერიის თანამშრომლებისთვის  საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე მომხსენებლებმა ეკომიგრანტების საჭიროებებზე იმსჯელეს.

სააგენტოს ინფორმაციით აჭარიდან კონკრეტულად კი ხულოდან საქართველოს სხვადასხვა ეკომიგრირებული ოჯახები არ ფლობენ ოფიციალურ დოკუმენტს ეკომიგრანტის სტატუსის შესახებ, რის გამოც ვერ სარგებლობენ ბენეფიტებით, რომლებსაც სახელმწიფო ამ კატეგორიის ოჯახებისთვის გასცემს.

საკონსულტაციო მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის მიზანი კლიმატის ზემოქმედების ქვეშ მყოფი თემების საჭიროებების გადაჭრაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში