დეკანოზმა შესაძლოა დღეს დუმილი დაარღვიოს

22 თებერვალი 2017, 00:00 2652 ნახვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქს მიმართავს. ბრალდებული ილია მეორესთან და წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრას ითხოვს. იგი უახლოეს პერიოდში დუმილის დარღვევას აპირებს და გამოძიებას ჩვენებას მისცემს. დეკანოზი ამ დრომდე ჩაფიძის კლინიკაშია, თუმცა მისი მკკურნალი ექიმის განცხადებით სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში მას გაწერენ. ადვოკატი ამბობს, რომ შესაძლოა იგი დღესვე გადაიყვანონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. საქმესთან დაკავშირებით, მიხეილ რამიშვილმა დღეს კიდევ ერთი დეტალი გაასაჯაროვა - იგი აცხადებს, რომ იარაღი რომელიც ჩხრეკისას დეკანოზის სახლიდან ამოიღეს არ ეკუთვნის გიორგი მამალაძეს.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში