როინ შავაძის საქმე - სასამართლო პროცესი

29 ივლისი 2023, 18:10 652 ნახვა

სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებული არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს, სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა გუშინ 8 ადამიანი დააკავეს, ხოლო ორი აჭარის კუდის ყოფილი უფროსი და სპეცრაზმის წევრი, მიმალვაში არიან. 

პროკურორის განცხადებით საქმიდან გამომდინარე შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა ფიგურებიც, მათ შორის მკვლელობის დამკვეთები. საქმეს საფუძვლად უდევს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მოხდა როინ შავაძის სიცოცხლის ხელყოფა.

გახმაურებული საქმე 2008 წელს მოხდა, როდესაც ბრიგადის სერჟანტი ბათუმის ერთ-ერთ კაფეში დააკავეს, გამოძიების ინფორმაციით ის სასტიკად სცემეს, რის შემდეგაც ქობულეთ-გურიის საზღვარზე გადაიყვანეს და მრავალჯერ ესროლეს.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში