ღრმად შეძრული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც საქართველოს რაჭის რეგიონში ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია - სომხეთის პრემიერი

04 აგვისტო 2023, 19:54 1217 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო უსამძიმრებს. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

„ღრმად შეძრული ვარ სტიქიური უბედურებით, რომელმაც საქართველოს რაჭის რეგიონში ადამიანთა სიცოცხლე შეიწირა და ნგრევა გამოიწვია. სომეხი ხალხისა და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე პირადად ჩემი სახელით გიცხადებთ სამძიმარსა და მხარდაჭერას თქვენ და მოძმე ქართველ ერს. დაღუპულთა ახლობლებსა და ნათესავებს სულის სიმტკიცეს ვუსურვებ, ხოლო დაშავებულებს – სწრაფ გამოჯანმრთელებას. ამ რთულ მომენტში ჩვენ ვიზიარებთ მოძმე ქართველი ერის ღრმა მწუხარებას“, – აღნიშნავს ფაშინიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში