აგვისტოს ომის გახსენება

08 აგვისტო 2023, 20:22 607 ნახვა

ქვეყანა ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს იხსენებს. აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს  პატივი მიაგეს თბილისში, ბათუმში, ქედაში, შუახევში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე მემორიალთან დაღუპული გმირების ოჯახის წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. დღესვე გახდა ცნობილი, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ყოველწლიური ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც აგვისტოს თვეში გაიცემა, გაორმაგდა და 6 000 ლარი გახდა. თემაზე, უფრო მეტს ჯენი კვანტალიანის რეპორტაჟიდან შეიტყობთ

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში