ფერმერები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ

23 აგვისტო 2023, 14:19 643 ნახვა

ქობულეთელი ფერმერები  ყურადღების მიქცევას ითხოვენ მთავრობისგან, რომელსაც უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ამჯერად თხილის დაბალ სარეალიზაციო ფასზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ ამ კუთხით   ხელისუფლების რეაგირებაა საჭირო.  

ამასთან  ამბობენ, რომ წამლობა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციებით ჩაატარეს არაეფექტურია, რადგან აზიური ფაროსანა ისევ აზიანებს თხილს.  

ფერმერებს ქობულეთის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეხვდნენ,  მათი პრობლემები მოისმინეს და ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისკენ მათაც  მოუწოდეს.

ბონდო თედორაძის ინფორმაციით აგრო მაღაზიებში დაბალი ხარისხის პესტიციტები იყიდება, რაც მოსავლიანბაზე აისახება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში