შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია

19 სექტემბერი 2023, 14:11 602 ნახვა

შავშეთის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის ფარგლებში 20 ათას კვმ ტერიტორიაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე და გარე განათების სისტემა, ტროტუარები და ბორდიურები. ასევე დაგეგმილია ლეონიძისა და იმედაიშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია. პროექტი მრავალწლიანია. სამუშაოების ღირებულება 21 მილიონამდე ლარს შეადგენს.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდა შავშეთის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და ანდრონიკაშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში.

დროებით შეიცვალა #11  ავტობუსის მარშრუტი, რომელიც სამუშაოების დასრულებამდე სულაბერიძის ქუჩის გავლით იმოძრავებს. ხოლო #1 და #1ა სამარშრუტო ავტობუსები ლეონიძის ქუჩის ნაცვლად გენ.

ასლან აბაშიძის, ხახულისა და ვარშანიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს. #8 სამარშრუტო ავტობუსი კი, ლეონიძის ქუჩის ნაწილის გავლის შემდეგ მოძრაობას ხახულის, ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩებზე განაგრძობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში