ფესტივალი „შემოდგომა ღორჯომში“

23 სექტემბერი 2023, 20:02 613 ნახვა

,,შემოდგომა ღორჯომში“ - ხულოში ფესტივალისთვის ემზადებიან.  სოფელ ღორჯომში გაიმართება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, შესრულდება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. მოეწყობა დოღში შეჯიბრიც.

ღონისძიებაში ადგილობრივი მოსახლეობა იქნება ჩართული. ფესტივალი წელს პირველად ჩატარდება და მას ტრადიციული სახე მიეცემა.

აქტივობის მიზანი ადგილობრივი ტრადიციების, ნაწარმის, წესჩვეულების შენახვა და პოპულარიზებაა.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში