ენმ: რატომ შეჩერდა ჭოროხთან გზის მშენებლობა?

25 სექტემბერი 2023, 14:15 559 ნახვა

მდინარე ჭოროხის გასწვრივ 7 კილომეტრი ახალი გზის  მშენებლობა შეჩერებულია - აცხადებს რეზო ხარაზი. ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრის განცხადებით, გზაზე სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და 2 წლის შემდეგ  უნდა დასრულებულიყო, თუმცა დღემდე დაუსრულებელია.

რეზო ხარაზი პასუხისმგებლობას რეგიონის პირველ პირებს აკისრებს და უმოქმედობაში ადანაშაულებს.

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ირწმუნება, რომ ამ პროექტზე თანხები მიითვისეს და პროექტი ვერ შესრულდა.

''ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მახოს ხიდისა და გონიოს ხიდის დამაკავშირებელი გზის მოწყობის სამუშაოები არ გაჩერებულა. დასრულდა კერძო მესკუთრეებიდან მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის პროცედურები და მიმდინარეობს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც უახლოეს პერიოდში დასრულდება. ასევე დასრულებულია ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე'' - წერია განცახდებაში.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში