ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი

28 სექტემბერი 2023, 14:15 445 ნახვა

რეგიონის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, სერვისები და შესაძლებლობები, ასევე  „Visit Batumi'', როგორც ევროპის წამყვანი ოთხი სეზონის ტურისტული დანიშნულება - ბათუმის ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის სტუმრებს სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა წარუდგინა.

პანელურ სესიაზე  ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანმა  სპეციალისტებმა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებმა განსაკუთრებული აქცენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებასა და ინოვაციურ  მარკეტინგულ სტრატეგიებზე გააკეთეს. 

ხვალ, ბათუმში ტურიზმის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტულ მსოფლიოში ტურიზმის ოსკარის სახელით ცნობილი ღონისძიება „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.   

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში