სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმე

29 სექტემბერი 2023, 17:58 594 ნახვა

უკვე სამი საათია გრძელდება სუსში სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სერბეთის მოქალაქეების, ჯგუფ „კანვასის“ სამი წევრის გამოკითხვა. აქვე გეტყვით, რომ ათი დღის წინ   სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ გარკვეული ჯგუფი გეგმავს სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა და განიხილება „ევრომაიდნის“ სცენარი. უწყებისვე ინფორმაციით სწორედ რევოლუციური სცენარისთვის გამოსაყენებელი ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი“. რა კითხვები აქვს მათთან გამოძიებას, ეს გამოკითხვის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში