ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე ქედაში

01 ოქტომბერი 2023, 17:55 1059 ნახვა

ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის მერიამ სოფელ აქუცაში მცხოვრები 88 წლის გურამ ჩიკვაიძე მოინახულა, დღე მიულოცა და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ხანდაზმულს 5 შვილი, 14 შვილიშვილი და 6 შვილთაშვილი ჰყავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, დაბა ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკში კულტურული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრები ესწრებოდნენ.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში