კომპანიაში უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტის გამოძიების მოთხოვნა

06 ოქტომბერი 2023, 11:02 767 ნახვა

კომპანია „სუბტროპიკ სითის“ ყოფილი თანამშრომელი დამსაქმებელის მხრიდან უკანონო ვიდეოთვალთვალის ფაქტის გამოძიებას პროკურატურისგან მოითხოვს. მისი განცხადებით სასტუმროში, მომსახურე პერსონალის მოსასვენებელ ოთახში, რომელიც ასევე გამოიყენებოდა ტანსაცმელის გამოსაცვლელად, ხდებოდა უკანონო ვიდეოკონტროლი, ვიდეომასალები კი ხელმისაწვდომი იყო ყველა თანამშრომლისთვის.

ამ ფაქტზე განცხადებით მიმართეს შრომის ინსპექციას და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. დიანა ქონდარიძის ადვოკატი ამბობს, რომ შრომის ინსპექცია კომპანიის მხრიდან მიწოდებულ გაყალბებულ ინფორმაციას დაეყრდნო. 

შრომის ინსპექციაში გვითხრეს, რომ ქონდარიძემ მათ მიმართა სექსუალური შევიწრობის ფაქტზე. ეს კი მათ კომპეტენციას სცილდება. ქონდარიძემ ფაქტზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექტორსაც მიმართა, რომელმაც კომპანია დააჯარიმა და მოითხოვა შეწყვიტოს თანამშრომელთა ვიდეოთვალთვალი.

კომპანიის იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი ამბობს, რომ პერსონალური დაცვის ინსპექტორის მიერ დადგენილი ფაქტები არ ეხება დიანა ქონდარიძეს და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია არც შრომითი უფლოებების დარღვევას და არც სექსუალური შევიწროების ფაქტს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში