დასავლური მედიიის გამოხმაურება

04 მარტი 2017, 00:00 2517 ნახვა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დასავლური მედია ეხმაურება. “რადიო თავისუფლება” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ წერს, რომ იგი დროებითი ზომის მოთხოვნას მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში თანხმდება, როდესაც განმცხადებელი, სერიოზული და შეუქცევადი ზიანის რეალური რისკის წინაშე დგება. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას სააგენტო როიტერიც ეხმაურება. “საქართველომ, ევროპული სასამართლოს ჩარევის პასუხად, პარასკევს შეაჩერა შიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყნის უდიდესი დამოუკიდებელი ტელეკომპანია მთავრობის ახლო მოკავშირის კონტროლს დაუქვემდებარეს'"- წერს როიტერი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი პირველი მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი გამოეხმაურა. ტვიტერის ქსელში დუნია მიატოვიჩი წერს, რომ ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ამავე კატეგორიაში