საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ორშაბათს გამოაცხადებს

13 ოქტომბერი 2023, 15:00 473 ნახვა

დაარღვია თუ არა საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია ორშაბათს გახდება ცნობილი. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილებას 16 ოქტომბერს გამოაცხადეს. ამის შესახებ დღეს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ განაცხადა, რომლის თქმითაც, ვადა ხვალ იწურება, თუმცა დასვენების დღეების გამო მისი გახანგრძლივება მოუხდათ.

საკონსტიტუციო სასამართლოში,  „ქართული ოცნების“ 80 დეპუტატის ხელმოწერით შესულ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების საქმეზე პლენუმის ცხრა მოსამართლე ერთი თვეა მუშაობს.

მოსამართლეებმა კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადა სრულად გამოიყენეს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით ისინი ახლა უკვე მომხსენებელი მოსამართლის დასკვნას ეცნობიან, რომელიც შესაძლოა დაკორექტირდეს ან სრულად დაეთანხმოს პლენუმი. საბოლოოდ მას მოსამართლეები კენჭისყრაზე გაიტანენ და გადაწყვეტილებას გაასაჯაროვებენ.

სწორედ მას შემდეგ, გახდება ცნობილი, გავა თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება კენჭისყრაზე უკვე პარლამენტში.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში