პროცესი ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე

16 ოქტომბერი 2023, 20:05 837 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში მოკლული გიორგი ალიხანაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი. დღეს გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ ფარული ჩანაწერები, სადაც ბრალდებულები, რომლებიც შეესწრნენ მკვლელობას, ყვებიან შემთხვევის დეტალებს და ასევე როგორ ატყუებენ დაზარალებულის დედას, რომ თითქოს არაფერი იცოდნენ ამ საქმის შესახებ. ბრალდებულების ადვოკატებმა მედიასთან საუბარი არ ისურვეს, მომდევნო სასამართლო პროცესი 23 ოქტომბერს გაიმართება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში