თორნიკე შენგელიას სამმაგ დუბლამდე ერთი პასი დააკლდა 

23 ოქტომბერი 2023, 10:10 405 ნახვა

სუპერ-შენგელიას წინამძღოლობით „ვირტუსმა“ „დინამო სასარი“ დაამარცხა – ასეთი სათაური აქვს სტატიას იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ოფიციალურ საიტზე.

ბოლონიელებმა 80:66 გაიმარჯვეს. თორნიკე შენგელიას კი ძალიან ცოტა დააკლდა სამმაგ დუბლამდე. მან 30 წუთში 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 პასი მოაგროვა. ეს იყო ბოლონიური კლუბის მეოთხე მატჩი და მეოთხე გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

შენგელიას მომდევნო მატჩი 27 ოქტომბერს ევროლიგაზე ფრანგული „ლიონის“ წინააღმდეგ ელის.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში