ვუსამძიმრებ თამაზ გინტურის ოჯახს და სრულიად საქართველოს, არ თავდება რუსეთის საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა - პრეზიდენტი

07 ნოემბერი 2023, 12:08 477 ნახვა

„მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს. რამეთუ არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე, ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა"- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გაანცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოს მომავალი არის ევროპა და მშვიდობა ევროპაში.

"ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება, მართლაც საუკუნეების განმავლობაში, უცვლელად ვუყურებთ რუსეთის აგრესიას, განცხადებებს, რომ ვითომ ჩვენი ერთსულოვანი მეგობარია და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი და მხოლოდ ერთი - ეს არის ევროპა, მშვიდობა, მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის.

 

ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს საქართველოში შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის, რუსეთისკენ შემყურე. ვინმეს სჯეროდეს, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რაიმე ისწავლოს. რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ რუსეთთან მშვიდობიანად მოილაპარაკებს. ჩვენი მომავალი არის პარტნიორებთან ერთად და არის ევროპაში!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ხვალ, 20:00 საათზე ყველა შეიკრიბება და იტყვის, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში.

"ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპნაია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული. ჩვენი საზოგადოება დღეს უნდა იყოს ერთიანი – დიდი ინიციატივა, დიდი მობილიზაცია, დიდი აქტიურიობა და ხვალ იქნება ამ დღის საწყისი, რადგან რუსეთმა სცადა, კიდევ შეგვიცვალოს დღის წესრიგი. ჩვენ დღეს მიგვაჩნია, რომ არ შეიძლება არანაირი კონცერტი.

ჩვენ შევცვალეთ ხვალინდელი ღონისძიების სახე. ხვალ შევიკრიბებით და ვიტყვით, რომ ჩვენი მომავალი არ არის რუსეთში და გვექნება დიდი გზავნილი ევროპისკენ. ევროპას ვეტყვით და გავაგზავნით ევროპაში ჩვენს ხმას. ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ. არ იქნება კონცერტი, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ შევიკრიბებით და დავიწყებთ, როგორც ვაპირებდით, ხელმოწერების კამპანიას, რამეთუ რუსეთი ვერასოდეს ვეღარ შეგვიცვლის დღის წესრიგს. ეს არის ჩვენი წარსულიდან მაგალითი, რომელიც მოგვყვება, რომ საქართველომ თავისი გზა არასოდეს შეცვალა და ჩვენ ამ გზას არ შევცვლით. ეს არის ქართველი ხალხის ნება და ეს იქნება ჩვენი პასუხი თამაზ გინტურის მკვლელობაზე, ყველა გატაცებულ ადამიანზე, ეს იქნება ჩვენი პასუხი დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ ძალიან მძიმე ბედზე. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ შევალთ ევროპაში და იქ გვექნება ის, რაც ეკუთვნის საქართველოს – იმ ევროპულ ოჯახში ერთად ყოფნის და მშვიდობიანად ყოფნის მომავალი. ხვალამდე, 20:00 საათზე ჩვენ შევიკრიბებით და ეს იქნება ჩვენი ხმა ევროპაში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში