თბილისში დღეს საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება

28 ნოემბერი 2025, 10:55 94 ნახვა

დღეს,დედაქალაქში, საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართება. აქციის მონაწილეების ნაწილი  უნივერსიტეტთან ნაწილი კი  პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება. აქცია-მსვლელობას, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები უერთდებიან.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა: დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციებზე დაკავებულები. 

დღევანდელი აქცია გასული წლის 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრის განცხადებას უკავშირდება, როდესაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში აღარ დადგება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა პროტესტი, რომელიც 365 დღეა გრძელდება.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში