კანადის პრემიერ-მინისტრი მონრეალში ორ ებრაულ სკოლაში მოხდარ სროლას გამოეხმაურა

10 ნოემბერი 2023, 10:01 273 ნახვა

კანადის პრემიერ-მინისტრი მონრეალში ორ ებრაულ სკოლაში მომხდარ სროლას გამოეხმაურა. ჯასტინ ტრუდოს თქმით, ხალხი შეშფოთებულია იმით, რასაც ხედავს, თუმცა ძალადობა, სიძულვილი, ანტისემიტიზმი და ისეთი შემთხვევები, როგორიც ღამით ებრაულ სკოლებში მოხდა, მიუღებელია.

შეტაკებები იყო ასევე მონრეალის უნივერსიტეტის სტუდენტებს შორისაც. კანადის პოლიციის ცნობით, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გარდა ამისა, ტორონტოს პოლიციის განცხადებით, 7 ოქტომბრის შემდეგ ებრაელებისა და მუსლიმების წინააღმდეგ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების რაოდენობა, 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში