ორი საათი „ნაციონალური მოძრაობის“ მასშტაბურ შეკრებამდე, დღეს გადაწყდება პარტიაში დარჩება თუ არა ნიკა მელია და მისი გუნდი. როგორც დაანონსებულია, ვარდების რევოლუციის 20 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მიძღვნილ შეკრებაზე მ მისულებს სააკაშვილის 11 - პუნქტიან მანიფესტზე მოუწევთ ხელის მოწერა. ის კი ვინც ამ მანიფესტს არ შეუერთდება, მოქმედი მენეჯმენტის ინფორმაციით, ავტომატურად გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“. ცნობილია, რომ აჭარის ორგანიზაციის ის წევრები, რომლებიც მოქმედ მენეჯმენტს მხარს არ უჭერენ, ამ შეკრებაზე არ იქნებიან. ამბობენ, რომ დოკუმენტის ის ნაწილი, რომელიც პოლიტსაბჭოს ლეგიტიმურად ცნობას ეხება, მათთვის მიუღებელია. წინ 2 საათია, ჯერ კიდევ უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნიკა მელია, მივა თუ არა შეკრებაზე პარტიის ყოფილი თავმჯდომარე და მოაწერს თუ არა ხელს მანიფესტს.