დაპირისპირება ''ნაციონალურ მოძრაობაში''

27 ნოემბერი 2023, 11:08 437 ნახვა

ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ ქმედებას  შეფასებები მოჰყვა ბათუმში.  ე.წ. ნიკა მელიას ფლანგის წევრები ამბობენ, რომ მანიფესტზე ხელის არ მოწერის მიზეზი ჰქონდათ და ლევან ხაბეიშვილმა გუშინ  პოლიტიკური სამარე გაითხარა.

ლევან გორგილაძის განცხადებით, მისი ქმედება   პარტიის გაძლიერებას არ ემსახურება და მასკარადს უფრო ჰგავს. ნიკა მელიას მხარდამჭერები ბათუმში უახლოდ დღეებში ერთობლივი განცხადების  გაკეთებას გეგმავენ.

რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებს, რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ის ვინც პარტიას აკნინებს და  ლანძრავს, პარტიაში ასეთი ადამიანის ადგილი არა რის. ის მიიჩნევს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაზე ძლიერი პარტიაა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში