საახალწლო განათებები ბათუმში

04 დეკემბერი 2023, 14:55 785 ნახვა

ბათუმში წელს ახალი სადღესასწაულო ილუმინაციები დამონტაჟდება. ამ ეტაპზე საახალწლო განათებები მხოლოდ სატესტო რეჟიმში ირთვება.

მერიის ინფორმაციით,  მოცულობითი სამუშაოებიდან გამომდინარე, განათებების მონტაჟი ნოემბერში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.

ამ ეტაპზე სამუშაოები თამარის გზატკეცილსა და კაჩინსკების ქუჩებზე მიმდინარეობს.

ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ევროპის მოედანზე დამონტაჟდება და 25 დეკემბერს საზეიმოდ აინთება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში