კურორტებზე ახალი საბაგიროები მოეწყობა

10 დეკემბერი 2023, 11:57 470 ნახვა

კურორტ გოდერძიზე ახალი 2 კილომეტრიანი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება. საკურორტო ზონაში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებამდე შესაბამისი წერტილების ადგილმდებარეობის განსაზღვრა ხდება დამატებით წერილებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ გეოგრაფიკი „ აზუსტებს. პროექტი გოდერძის განაშენიანების გეგმითაა გათვალისწინებული. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ტერიტორიის შესწავლა 2024 წლის გაზაფხულზე უნდა დაასრულოს. კურორტ გოდერძის პარალელურად ახალი 1 კილომეტრიანი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება გომარდულის სარეკრეაციო ზონაში, დამატებითი წერტილების დასაზუსტებლად  100 000 ლარი იხარჯება. ორივე მიმართულებით ახალი საბაგირო გზების მშენებლობისთვის მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში